products

ჩვენს შესახებ

Amigo Geosolar  - წარმოადგენს კომპანიას, რომელიც ოპერირებს კონტროლირებადი ატმოსფეროს, გათბობა - კონდიცირების - ვენტილაციის სისტემების სეგმენტში.

ჩვენი კომპანია გთავაზობთ 21- ე საუკუნის ტექნოლოგიებს, რომლის საშუალებითაც ხდება ცხელი წყლით მომარაგება, გათბობა და გაგრილება თქვენი სახლებში,ოფისებში,სასტუმროებში,სათბურებში,ფინურ კოტეჯებში თუ აგარაკზე ბუნებრივი აირის(გაზი) და სხვადასხა ენერგო მატარებლების გარეშე, რომელიც იძლევა 5-7 ჯერ ეკონომიურ ეფექტს. გარდა ამისა ალტერნატიური ენერგოდამზოგი სისტემები. მზის ენერგია, მზის ბატარიები და ბევრი საინტერესო ახალი ტექნოლოგიები ჯერ საქართველოში არ დანერგილა.

Amigo Geosolar -ს საქმიანობის ძირითად პრიორიტეტებს წარმოადგენს:

შენობა-ნაგებობათა ენერგეტიკული  ინფრასტრუქტურის თანამედროვე,  ენერგოდამზოგი, ეკოლოგიურად სუფთა  ტექნოლოგიების მიღწევების შემოთავაზებას

განახლებადი ენერგიების   მზის, ქარის, გეოთერმული და სხვა ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის წყაროების გამოყენებას

მოწინავე სამაცივრო ენერგოდამზოგი ტექნოლოგიების შემოთავაზება აგრობიზნესის და კვების მრეწველობის ობიექტებისთვის

ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების, აგარაკების, მცირე ზომის სასტუმროების,  ოფისების, სპორტული დასაზოგადოებრივი  სარგებლობის  დაწესებულებათა ნაგებობების პროექტირებასა და მშენებლობაა

 

ჩვენს მიერ შემოთავაზებული კონცეპტის ძირითადი ელემენტებია:

ეკო-ჰაუსის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა – რომელიც ეფუძნება ეკოლოგიურად სუფთა, განახლებად ენერგოწყაროებს:

 

თბური ტუმბოები – რომელიც გარემოში სხვადასხვა სახით არსებულ ენერგიას იყენებს სახლის საბაზისო ენერგოუზრუნველყოფის მიზნით – გათბობის, გაგრილების და ცხელი წყლით მომარაგებისთვის

თბური ტუმბოების განსაკუთრებული მიმზიდველობა იმაში მდგომარეობს, რომ მას შეუძლია გარემოში (მიწაში, ჰაერში, წყალში) არსებული სითბური ენერგია გადაქაჩოს შენობაში და გამოიყენოს ის ჰაერის გათბობისა და ცხელი წყლის მისაღებად, ან პირიქით – შენობაში არსებული ჭარბი სითბო გადაქაჩოს გარემოში – ე.ი. მოახდინოს ჰაერის გაგრილება.

სრული ეკოლოგიური უსაფრთხოება ( აქ საერთოდ არ ხდება რაიმე საწვავის წვა და არ გამოიყოფა წვის პროდუქტები).

არაჩვეულებრივად მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტი, რომლის მიზეზია გარემოში არსებული (პრაქტიკულად მუქთი) ენერგიის გამოყენება გათბობა _ კონდიცირებისთვის. შედეგად – მოხმარებული თბური ენერგიის ძალიან დაბალი თვითღირებულება.

სისტემის ავტონომიურობა. მაღალი საიმედოობა. ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოება.

მომსახურების სიმარტივე და დაბალი საექსპლოატაციო ხარჯები სხვა კონკურენტ ტექნოლოგიებთან შედარებით.

მუშაობის დიდი რესურსი.

თანამედროვე დიზაინი და აგრეგატების უხმაუროდ მუშაობა.

შენობაში, ლოკალურ სივრცეებში ტემპერატურული პროფილების სწრაფი და ეფექტური მართვის შესაძლებლობა.

 

მზის ელემენტები, გეოთერმული, ქარის ენერგეტიკა და ..

ჰიბრიდული ტიპის ენერგოსისტემები – თბური ტუმბო + განახლებადი ენერგიები (მზე, ქარი, გეოთერმია და ა.შ.)

ახალი თაობის სამშენებლო მასალები:

ეკოლოგიურად უსაფრთხო სამშენებლო მასალები გაზრდილი სითბური, ჰიდრო და ბგერა იზოლაციის თვისებებით.

ავტონომიურობა და მაღალი ენერგოეფექტურობა

ენერგეტიკული ავტონომიურობა – დენის წყაროდ გამოყენებულია მზის ფოტოელემენტები ან ქარის გენერატორი, ხოლო სითბოს წყაროდ – სხვა განახლებადი წყაროები (მზის წყალგამაცხელებლები, გეოთერმული თბური ტუმბო, ჰაერი-ჰაერის ან წყალი-ჰაერის ტიპის თბური ტუმბოები და ა.შ.)

ენერგოეფექტურობა – ენერგოდამზოგი ტექნოლოგიების სრული კომპლექსის გამოყენება: კომპლექსი მოიცავს ჰიბრიდულ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას (თბური ტუმბო + მზის ელემენტები), ინფრასტრუქტურის მართვის სპეციალურ – ენერგოდამზოგ ელექტრონულ სისტემას, შენობის თბოიზოლაციის გაზრდას და განათების ეკონომ-სისტემის გამოყენებას.

   მიუხედავად იმისა, რომ ენერგოდამზოგი ტექნოლოგიების სრული კომპლექსის გამოყენება დაახლოებით 20% – ით ზრდის სისტემის თვითღირებულებას, აღნიშნული ტექნოლოგიების გამოყენება შედეგად იძლევა მნიშვნელოვან ენერგოდაზოგვას (ენერგოდაზოგვის მაჩვენებელი ამ შემთხვევაში აღწევს 75 – 80 %-ს), რომელიც გარკვეული დროის პერიოდში აანაზღაურებს დამატებით გაწეულ ხარჯებს და საერთო ჯამში მივიღებთ არა მხოლოდ მნშვნელოვან დადებით ეკონომიკურ ეფექტს, არამედ ეკოლოგიურად სუფთა – ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო და კომფორტულ ულტრათანამედროვე გარემოს.

 

Amigo Geosolar-ი გთავაზობთ სახლის ერთიანი ენერგო-პასპორტის შექმნას და მის სრულ ოპტიმიზაციას. ჩვენი შემოთავაზების პაკეტში შედის ყველა ის საკითხი, რომელიც დაკავშირებულია შენობის ენერგო-ეფექტურობის მნიშვნელოვნად გაზრდასთან, როგორიცაა:

შენობის კონსტრუქციის ენერგო-ეფექტურობა;

ინოვაციური სამშენებლო მასალები მნიშვნელოვნად გაზრდილი თბოსაიზოლაციო თვისებებით

შენობის თბოიზოლაციის დამატებითი ამაღლება სპეციალური ტექნოლოგიების,  თანამედროვე მოსაპირკეთებელი მასალების და უახლესი თბოსაიზოლაციო მასალების გამოყენებით.

შენობის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღჭურვა თბური ტუმბოს ტექნოლოგიებით

შენობის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღჭურვა განახლებადი ენერგიების წყაროებით (მზის ენერგია, გეოთერმული ენერგია, ქარი და სხვა)

შენობის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღჭურვა ჰიბრიდული ენერგეტიკული სისტემებით (ერთდროულად: ტრადიციული ენერგია + თბური ტუმბოები + განახლებადი ენერგია);ენერგოდამზოგი სისტემების გამოყენება ენერგომოხმარების სექტორში: ენერგოდამზოგი განათების სისტემების გამოყენება; თბური ტუმბოების გამოყენება შენობის შიგნით ენერგომოხმარების პიკების ოპტიმალურად გადანაწილების და ენერგოხარჯვის მართვის თვალსაზრისით.

     
აღნიშნული ტექნოლოგიების გამოყენება შედეგად იძლევა, არა მხოლოდ მნიშვნელოვან ეკონომიკურ ეფექტს (ენერგოდაზოგვის მაჩვენებელი როგორც წესი აღწევს 75 – 80 %-ს), არამედ რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, უზრუნველყოფს სახლის და გარემოს სრულ ეკოლოგიურ უსაფრთხოებას; ადამიანის ჯანმრთელობის დაცვას, სიმშვიდისა და კომფორტის გარემოს შექმნას.

 

ჩვენმა, მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტებისაგან  შემდგარმა ჯგუფმა დაიმკვიდრა თავი, როგორც მოქნილმა და სანდო საქმიანმა პარტნიორმა.ჩვენი კომპანია სპეციალიზირდება ენერგიის დაზოგვაზე გარემოს გაფრთხილების მიზნით, ასევე განახლებადი ენერგიის სისტემებზე. ჩვენ უზრუნველვყოფთ აღნიშნული სისტემებისათვის ყველა საჭირო აღჭურვილობის მომარაგებას და მონტაჟს.

Amigo Geosolar-ი უზრუნველყოფს პროფესიონალიზმს, ხარისხს, სანდოობას, სისწრაფეს და ფინანსურ ეფექტურობას. საუკეთესო შედეგების მისაღწევად, ჩვენ შევათავსებთ მაღალი ხარისხის აღჭურვილობას და საკუთარ გამოცდილებას.

ჩვენ ვნერგავთ თანამედროვე ტექნოლოგიებს, ვითვისებთ  საქმიანობის ახალ მიმართულებას. კომპანიის საქმიანობა მიმართულია თქვენი (ჩვენი დამკვეთების) კეთილდღეობისათვის და დარწმუნებულები ვართ - ხარისხიანი დანადგარების და მომსახურების ფართო სპექტრი უზრუნველყოფს თქვენი წარმოების დინამიურ განვითარებას.

 

ჩვენს შესახებ
მზის ელემენტები, გეოთერმული, ქარის ენერგეტიკა

მზის ელემენტები, გეოთერმული, ქარის ენერგეტიკა

ახალი თაობის სამშენებლო მასალები

ახალი თაობის სამშენებლო მასალები

ავტონომიურობა და მაღალი ენერგოეფექტურობა

ავტონომიურობა და მაღალი ენერგოეფექტურობა

ენერგოეფექტურობა

ენერგოეფექტურობა